English / ქართული / русский /
თამარ ზირაქაშვილი
საგადასახადო ურთიერთობის ფორმირებისა და განვითარების სისტემის პრინციპები და მიდგომები

ანოტაცია. ბანკების ფუნქციონირების და განვითარების სპეციფიკა განსაზღვრავს გადასახადების მეშვეობით მათ საქმიანობაზე ზემოქმედების მიმართულებას. სახელმწიფოს საგადასახადო ზემოქმედება შეიძლება მიმართული იქნას როგორც სისტემის ცალკეულ ელემენტებზე, ასევე ელემენტების ერთობლიობაზე. კერძოდ, სახელმწიფო ზემოქმედების მიზანი შეიძლება შეადგენდეს ბანკების ერთობლიობა (ყველა ბანკი ერთად). 

საკვანძო სიტყვები : ბანკები,გადასახადები, საგადასახადო, სახელმწიფო.

საბანკო საქმიანობის ფართო სპექტრის გათვალისწინებით ეკონომიკის საბანკო სექტორის ისტორიულ-თეორიული ასპექტების და ეკონომიკის საბანკო სექტორის ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება გამოვყოთ საკრედიტო დაწესებულებების ოპერაციების და საქმიანობის შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
სასესხო ოპერაციები
ფასიანი ქაღალდების ოპერაციები
ვადიანი გარიგებები
ფილიალების ქსელის განვითარება (რეგიონალური ექსპანსია)
კანონმდებლობით შესაძლებელია ცალკეული გადასახადების გაუქმებით ანდა შეცვლით, როგორც, საგადასახადო დაბეგვრის შეცვლა, აგრეთვე უკვე მოქმედ კანონმდებლობაში კორექტირების შეტანა, მაგალითად შევცვალოთ დაბეგვრის ობიექტი და გადასახადის განაკვეთი. ამგვარად, საკანონმდებლო მეთოდი რელიზდება:
გადასახადების შემოღებით ან შეცვლით (საგადასახადო დაბეგვრის სისტემის შეცვლით)
საგადასახადო განაკვეთების ცვლილებებით
შეღავათების გავრცელებით ან გაუქმებით
საგადასახადო ბაზის შემცირებით
საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის შესაბამისი სანქციების დაწესებით
საგადასახადო დაბეგვრის კონცეფციის შერჩევა გვევლინება მთლიანად სახელმწიფოს ეკონომიკაზე და, კერძოდ კი, საბანკო საქმიანობაზე ზემოქმედების რთულ ამოცანად. ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ეს ამოცანა წყდებოდა სხვადასხვაგვარად.
საგადასახადო ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს საგადასახადო სისტმის ოთხი საბაზისო მოდელი: ანგლოსაქსონური, ევროკონტინენტალური, ლათინოამერიკული და შერეული.
 ანგლოსაქსონური მოდელის თავისებურებაა დაბეგვრის განხორციელება პირდაპირი გადასახადებით, თუმცა ძირითადი ტვირთის მატარებლები არიან გადასახადის გადამხდელები - ფიზიკური პირები
 ევროკონტინენტალური მოდელის დამახასიათებელი ნიშანია სოციალური დაზღვევის ანარიცხების დიდი წილი, რომელიც შესაძლებელია მივაკუთვნოთ საგადასახადო გადასახადებს, რამდენადაც მათ აქვთ გადასახადის ყველა ნიშანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაპირდაპირი გადასახადების, კერძოდ დღგ-ს წილი.
 ინფლაციის მაღალი დონე მიგვითითებს ლათინოამერიკული საგადასახადო მეთოდის სპეციფიკურ ნიშნებზე, რომელიც ორიენტირებულია არაპირდაპირი გადასახადების დაბეგვრაზე, იმ მიზნით, რომ დაცული იქნას ბიუჯეტის შემოსავლები ინფლაციისაგან.
 საგადასახადო სისტემის შერეული მოდელის არსებობა განპირობებულია იმით, რომ მრავალი ქვეყანა, რომელთაც არ სურდათ ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები ყოფილიყო დამოკიდებული კონკრეტული გადასახადისაგან ანდა გადამხდელთა ჯგუფისაგან ახდენენ ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურის დივერსიფიკაციას. საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის შერულება მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდა საგადასახადო სისტემის შერეული მოდელი, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვა მოდელების ნიშნებს. მოცემული მოდელის დადებითი მხარეები განისაზღვრება იმ ფაქტით, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდებოდა სტაბილუირად და მისი განვითარების სპეციფიკიდან გამომდინარე საგადასახადო სისტემა განიცდიდა კორექტირებას .
საგადასახადო განაკვეთების შეცვლით, სახელმწიფო ქმნის დამატებით სტიმულებს, ფინანსური ნაკადების და საქონელთა ნაკადების ცალკეული ელემენტებისათვის სამუშაოების და მომსახურეობისათვის. საგადასახადო განაკვეთების სისტემა ასრულებს რა სახელმწიფო რეგულატორის ფუნქციას მუდმივად რთულდება და დიფერენცირდება. გადასახადის სხვადასხვა განაკვეთების წესდება დარიგების, რეგიონების, საქონელთა და მომსახურებათა ჯგუფების მიხედვით. სისტემის შენარჩუნებისას მათი კორექტირება უფლებას გვაძლევს შერჩევით და დროებით შევცვალოთ გადასახადის გადამხდელთა ცალკეული ჯგუფების ეკონომიკური პირობები.
სახელმწიფო საგადასახადო შეღავათებს ავრცელებს საქმიანობას სახეების მიხედვით. ამ დროს რეგულირების ფუნქცია მდგომარეობს გამოყენებული შემოსავლების ნაკადების ორიენტაციის შეცვლაში. მიზანმიმართულად ხდება კაპიტალდდაბანდებების, თვითდაფინანსების, ქველმოქმედების სტიმულირება. თანამედროვე პირობებში რიგი სახელმწიფო მოხელეების და ეკონომისტების მოქმედი შეღავათების არაეფექტურობის გამო - გამოდიან წინადადებით, გაუქმებულ იქნას შეღავათები ცალკეულ გადასახადებზე, ხოლო ზემომითითებული ხარჯები გაწეულ იქნას ბიუჯეტიდან.
ბანკები აქტიურად იყენებენ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს ბიუჯეტში ანარიცხების შემცირების მიზნით. ამ დროს ასეთი ობიექტების უმრავლესობა, ან ეკუთვნინა ბანკებს და გამოიყენებოდნენ თავიანთი მიზნებისათვის ან დანახარჯები დაფინანსებაზე კომპენსირდებოდეს დაფინანსებული ორგანიზაციების შემხვედრი ვალდებულებებით. შედეგად ბიუჯეტმა ვერ მიიღო არსებითი სახსრები. მხოლოდ, ყოველთვის ყველა შეღავათები არ გამოიყენება ბანკების მიერ გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით.
უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადების, როგორც რეგულატორის გამოყენება არ არის გაიგივებული მსოფლიო შეღავათების გამოყენებასთან. საგადასახადო ტვირთი შეიძლება შიცვალოს აგრეთვე გადასახადის განაკვეთის, სააღრიცხვო პოლიტიკის, დანახარჯების განსაზღვრის წესის, ფინანსური შედეგების ფორმირების, გადასახადის გამოთვლის და მისი გადახდის მეთოდებთან მიმართებაში. კონკრეტული ინსტრუმენტის შერჩევა ხდება დასმული ამოცანის სპეციფიკის, საქმიანობის სახეობის, გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ტიპის გაფორმების და ა.შ. გათვალისწინებით. საგადასახადო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინვესტიციები წარიმართება ეკონომიკის იმ სფეროებში, სადაც მაღალია შემოსავლიანობა და დაბალია ამოგების ვადები და არ არის აუცილებელი ის დარგები, სადაც დიდა საგადასახადო შეღავათები.
საგადასახადო შემოსავლებზე სახელმწიფო ბიუჯეტის უშუალო დამოკიდებულებამ, განაპირობა საგადასახადო დარღვევებზე საგადასახადო სამართალურთიერთობის სისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილის პასუხისმგებლობა და მოითხოვა მისი ღრმა სამართლებრივი რეგლამენტაცია. ამგვარი პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხები ყოველთვის იყო იურიდიული მეცნიერების, სგადასახადო ორგანოების საკონტროლო საქმინობის, აგრეთვე სასამართლო ორგანოების ყურადღებსი ქვეშ.
კანონმდებლობის ნორმების შესრულების ვალდებულება განისაზღვრება პასუხისმგებლობით, რადგანაც თუ არ არის პასუხისმგებლობა, არც ვალდებულება იქნება.
საგადასახადო ორგანოს შერჩევა საგადასახადო განაკვეთების დაწესება, საგადასახადო შეღავათების გავრცელება მოიეკუთვნება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოთა კომპეტენციას.
უკანასკნელ პერიოდში, სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობები აქტიურად მუშაობენ საგადასახადო სფეროში ერთიანი გადაწყვეტილების შესამუშავებლად. ეს დაკავშირებულია საგარეო სავაჭრო კავშირების გაფართოვებასთან, ეკონომიკის და ფინანსების სხვადასხვა სფეროებში და ზოგიერთი სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტეგრაციასთან (შედარებით აქტიურად ეს ხორციელდება ეკონომიკური თანამეგობრობის ქვეყნებში), ხშირად სახელმწიფოები ექსპორტირებულ საქონელზე არ იბეგრება დღგ-ს გადასახადით, აფორმებენ ხელშეკრულებას საქონლის განსაზღვრულ სახეობებზე, სამუშაოებზე და საგარეო საჭრობის მომსახურებაზე, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით შემოსავლებზე და ქონებაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია ბანკებისათვის, რომლებიც კიდევ უფრო აქტიურად გამოდიან საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე.
საგადასახდო ზემოქმედების ადმინისტრაციული მეთოდის ქვეშ, ბანკების საქმიანობაზე იგულისხმება ღონისძიებათა კომპლექსი და აღმასრულებელი ხელისუფლების ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია ყველა გადასახადის სრულად და თავისდროულად გადახდისაკენ.
ადმინისტრაციული მეთოდი გულისხმობს არამარტო საგადასახადო ორგანოების საკონტროლო სამუშაოებს, არამედ, ხელისუფლების ორგანოების სააღრიცხვო-ანალიტიკურ და საკონსულტაციო საქმიანობას. ამგვარად ადმინისტრაციული მეთოდი რელიზდება შემდეგი სამუშაოების მეშვეობით:
საგადასახდო ორგანოების მუშაობა უშუალოდ გადასახადის გადამხდელებთან მუშაობით
კომერციული ბანკების საქმიანობის კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების საშუალებით
სავალდებულო აუდიტორული შემოწმებებით
საგადასახადო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა გადასახადის გადამხდელებთან და ურთიერთშორის, დაბეგვრის ცალკეულ საკითხებზე ქვეყნის საგადასახადო-ტერიტორიული ორგანოების ერთიანი პოზიცია, მათი განმარტებების სრული შესატყვისობა კანონმდებლობასთან, რაც განაპირობებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კულტურის ამაღლებას, ამა თუ იმ გადასახადის გამოანგარიშების დროს ამცირებენ შეცდომების ოდენობას, რამდენადაც შეცდომების დაშვება ხდება არა განზრახ, არამედ კანონმდებლობის და საგადასახადო ორგანოების განმარტებების უზუსტობების და არეულობის გამო.
საგადასახადო სამართალურთიერთობების რეალიზაციის შედეგად შესაძლოა გადასახადის გადამხდელებს და საგადასახადო ორგანოებს შორის აღმოცენდეს წინააღმდეგობები. სასამართლო ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელების და სახელმწიფოს ინტერესების უფლებების დაცვა, რამაც განსაზღვრა ცალკე გამოგვეყო საგადასახადო ზემოქმედების მესამე მეთოდი - სასამრთლო. რაც უფრო გაუმჯობესებული და მძლავრია სასამართლო სისტემა, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკის სუბიექტების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მაშასადამე, მით უფრო ჯანმრთელი და ძლიერია სახელმწიფოს ეკონომიკა. ამგვარად სიცოცხლისუნარიანი სასამრთლო სისტემის ჩამოყალიბება საერთო სახელმწიფოებრივი მასშტაბის საქმეა და ამით განისაზღვრება მთელი ქვეყნის განვითარების პერსპექტივები.
საგადასახადო ზემოქმედების მიმართულებანი და მეთოდები იმყოფებიან უშუალო ურთიერთკავშირში და ურთიერთდამოკიდებულებაში: კონკრეტული მეთოდის გამოყენება განსაზღვრავს ზემოქმედების მიმართულებას, კონკრეტული მიმართულების ამორჩევა გულისხმობს ზემოქმედების განსაზღვრული მეთოდის გამოყენებას. მაგალითად, საგადასახადო დაბეგვრის სისტემის შეცვლა (გადასახადების შემოწმება ან გაუქმება), აგრეთვე გადასახადების განაკვეთების ცვლილებით, სახელმწიფო ზემოქმედებას ახდენს მთელს საბანკო სისტემაზე. საგადასახადო ბაზის ცვლილება შეიძლება მიმართულ იქნას როგორც საბნკო სისტემაზე, ასევე ბანკების ცალკეულ ოპერაციებზე (მაგალითად, საგადასახადო ბაზის განსაზღვრის წესის ზოგადი ცვლილებებით, ზემოქმედება ხდება ყველა ბანკზე; ვადიან გარიგებებზე საგადასახადო წესის ცვლილებით, მხოლოდ ბანკის მითითებულ ოპერაციებზე). სახელმწიფომ შეღავათების გავრცელებით ანდა გაუქმებით, შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს, როგორც მთლიანად საბანკო სისტემაზე (რომ შეღავათებით, რომელიც ეხება ყველა ბანკს, მაგალითად ადრე არსებული შეღავათი სარეზერვო ფონდებში ანარიცხებზე), ასევე ცალკეულ ბანკებზე (მაგალითად შეღავათი მოგების გადასახადში გასული წლების ზარალზე) და ბანკების ცალკეულ ოპერაციებზე (შეღავთი სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე). ანალოგიურად განისაზღვრება პირუკუ დამოკიდებულებაც: ზემოქმედების მიმართულების განსაზღვრისას შემუშავდება შესაბამისი მეთოდებიც.
ბანკების საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქმედების მეთოდები და მიმართულებების განსაზღვრა მოითხოვს ზემოქმედების საზღვრების განხილვას, რადგანაც ნებისმიერ ზემოქმედებას აქვს თავისი ზღვარი.
საგადასახადო ზემოქმედების საზღვრები (საგადასახადო ტვირთი) საბანკო საქმიანობაზე განისაზღვრება მაქსიმალური და მინიმალური განაკვეთებით და დაწესებული შეღავათების მოცულობით. საზღვრების განსაზღვრის საფუძვლად გვევლინება ა.ლაფერის გადასახადის განაკვეთის და ბიუჯეტში გადასახადების შემოსვლის თეორიული ურთიერთკავშირი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს.
1. ბიუჯეტში ფულადი სახსრები არ შემოდის - გადასახადის ნული და 100%-იანი განაკვეთის დროს.
2. ბიუჯეტში თანხები მაქსიმალურად შემოდის გადასახადის 50%-იანი განაკვეთის დროს.
ლაფერის ეფექტი მდგომარეობს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდაში გადასახადების განაკვეთების 50%-მდე გადიდებით და შემოსავლის შემოცირებით - განაკვეთების 50%-ს ზემოთ გადიდებისას.
ზემოთგანხილული საგადასახადო ზემოქმედების საზღვრებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ძირითად წყაროდ თანამედროვე პირობებში გვევლინება ბიზნესის ლეგალიზაცია, რისთვისაც აუცილებელია პირველ რიგში, გადასახადის განაკვეთის შემცირება, გადასახადისაგან თავის არიდების სხვადასხვა სქემების ღირებულებებს დონემდე და მეორე - პასუხისმგებლობის და კანონის დამრღვევისათვის გამკაცრდეს ღონისძიებები.
კომერციული ბანკების საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქედება უნდა იყოს ზუსტად გააზრებული, რამდენადაც ამა თუ იმ ფაქტორების შედეგები შეიძლება იყოს მრავალგვარი, ხოლო ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო - გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდებში. საგადასახადო ზემოქმედების განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეთ სახელმწიფოსა და ეკონომიკის, კერძოდ, ბანკების პრიორიტეტებიდან (მ.შ. ცალკეული სუბიექტების). გარდა ამისა, აუცილებელია გავაანალიზოთ ახლად შემოწებულის შესაძლო შედეგები: მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში და გამოვიკვლიოთ მიღებული შედეგებიდან გამომდინარე ამა თუ იმ ღონისძიებებს მოქმედების პერიოდი და ეფექტურობა.
როგორც ჩატარებული გამოკვლევებიდან ჩანს, სახელმწიფოს საგადასახადო ზემოქმედება - სისტემაზე : „კომერციული ბანკი - ბიუჯეტი - ეკონომიკის რეალური სექტორის საწარმოებზე და ორგანიზაციებზე“. ძირითდში განისაზღვრება ამაგვარი ზემოქმედების მიმართულებით და მეთოდებით.

დასკვნა

საგადასახადო განაკვეთების შეცვლით, სახელმწიფო ქმნის დამატებით სტიმულებს, ფინანსური ნაკადების და საქონელთა ნაკადების ცალკეული ელემენტებისათვის სამუშაოების და მომსახურეობისათვის. საგადასახადო განაკვეთების სისტემა ასრულებს რა სახელმწიფო რეგულატორის ფუნქციას მუდმივად რთულდება და დიფერენცირდება.
ბანკები აქტიურად იყენებენ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს ბიუჯეტში ანარიცხების შემცირების მიზნით. ამ დროს ასეთი ობიექტების უმრავლესობა, ან ეკუთვნინა ბანკებს და გამოიყენებოდნენ თავიანთი მიზნებისათვის ან დანახარჯები დაფინანსებაზე კომპენსირდება დაფინანსებული ორგანიზაციების შემხვედრი ვალდებულებებით.
კომერციული ბანკების საქმიანობაზე საგადასახადო ზემოქედება უნდა იყოს ზუსტად გააზრებული, რამდენადაც ამა თუ იმ ფაქტორების შედეგები შეიძლება იყოს მრავალგვარი, ხოლო ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო - გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდებში. საგადასახადო ზემოქმედების განხორციელებისას შეიძლება გამოვიდეთ სახელმწიფოსა და ეკონომიკის, კერძოდ, ბანკების პრიორიტეტებიდან.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. კაკულია რ. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები. თბ. 2003წ.
2. კაკულია მ. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. თბ. 2001წ., გამომცემლობა სტამბა შპს „ფინანსები“
3. კოვზანაძე ი. საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თბ. 200წ., გამომცემლობა თსუ.
4. მალაზონია გ. ფასიანი ქაღალდების როლი ფულის მომიქცევის რეგულირებაში. თბ. 2002წ.